საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59703

ფაქტი 59703

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს სოხუმიდან ჩამოსული ოფიცრების წინადადებით დელეგატები გაუგზავნია კოდორში, თუმცა ისინი რაღაც ხნის მერე უკან დაბრუნებულან. თურმე კოდორამდე არმისულთ შეუტყვიათ, რომ ქართული ჯარები განურჩევლად ყველას აჩერებდნენ და განაიარაღებდნენ. მათ კოდორელი მილიციონრებიც კი დაუტყვევებიათ. მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად შერვაშიძე სასწრაფოდ გამგზავრებულა ბათუმში. მას უნდა გამოეთხოვა თურქეთის ხელისუფლებისგან ტრანსპორტი აფხაზთა რაზმის ბათუმში ჩამოსაყვანად. ტრანსპორტის ჩამოსვლამდე ქართული მხარე თურქ აფხაზებს თავს დასხმია, თუმცა რაზმს როგორღაც მოუხერხებია თავის დაცვა და მოგვიანებით ჩამოსული ტრანსპორტით ბათუმში დაბრუნებულა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59703; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .