საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59704

ფაქტი 59704

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს ეწვივნენ პოლკოვნიკი ჩხოტუა, პოდპოლკოვნიკი მარშანია, შტაბ-როტმისტრი შერვაშიძე და ლადი ემხვარი. ოფიცრებს აფხაზთა მეთაურ ჰაკი-ბეისთვისა და ალექსანდრე შერვაშიძისთვის კოდორში დელეგატების გაგზავნა შეუთავაზებიათ. კოდორშივე ჩავიდნენ აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლები სოხუმიდან. თურქი აფხაზების მეთაურ ჰაკი-ბეის თანხმობა განუცხადებია ოფიცრების შეთავაზებაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59704; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .