საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59705

ფაქტი 59705

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმს ეწვივნენ პოლკოვნიკი ჩხოტუა, პოდპოლკოვნიკი მარშანია, შტაბ-როტმისტრი შერვაშიძე და ლადი ემხვარი. თურქეთიდან ჩამოსული რაზმის მეთაურ ჰაკი-ბეისა და ალექსანდრე შერვაშიძეს დაურწმუნებია დელეგაცია, რომ ისინი ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოვიდნენ აფხაზეთში და მხოლოდ ქართულ რაზმთან შეთანხმებით იმოქმედებდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59705; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .