საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59706

ფაქტი 59706

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომელშიც ავტორი საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთ „ბრძოლის“ მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა განხილვას. სტატიის თანახმად, ბოლშევიკებისგან სოხუმის დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ და ცხურგიდის ყურეში გაჩერებულ აფხაზთა რაზმთან სოხუმიდან ჩასულა გემი ორი პარლამენტარით, რომლებიც რაზმის მეთაურს, ჰაკი-ბეის გაესაუბრნენ. მას მოუხსენებია, რომ რაზმი ბოლშევიკებთან საომრად მიემართებოდა. ამის მერე პარლამენტარები სოხუმში დაბრუნებულან.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59706; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .