საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59707

ფაქტი 59707

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ხუთი ნავიდან, რომელზეც თურქეთის ჯარში მომსახურე აფხაზი ჯარისკაცები იყვნენ, ერთს გზა არევია და უკან გაბრუნებულა ბათუმში. ამრიგად, შერვაშიძის თქმით, აფხაზთა რაზმი სამასზე ნაკლები სამხედროსგან შედგებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59707; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .