საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59708

ფაქტი 59708

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად თურქეთის მიერ გაგზავნილი აფხაზთა რაზმი და ალექსანდრე შერვაშიძე შტორმის გამო შევიდნენ არა ოჩამჩირეში, არამედ ცხურგიდის ყურეში, რაც 25 ვერსტაზე მდებარეობდა სოხუმიდან და არა რამდენიმე ვერსტაზე, როგორც ამას შერვაშიძის მიმართ მტრულად განწყობილ გაზეთში „ბრძოლა“ წერდნენ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59708; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .