საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59710

ფაქტი 59710

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ აფხაზეთში ბოლშევიკების თარეშით შეშფოთებულ შერვაშიძეს თურქეთის ხელისუფლებისთვის მიუმართავს დახმარებისთვის. სოხუმის ბოლშევიკებისგან დასაცავად მას თურქულ ჯარში მომსახურე აფხაზების მცირე რაზმის გაგზავნა უთხოვია. თურქულ მხარეს მისი თხოვნა დაუკამყოფილებია და თურქეთის ჯარში მომსახურე სამასი აფხაზი ჯარისკაცი ნავებით ოჩამჩირეში გაუგზავნია.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59710; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .