საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59711

ფაქტი 59711

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალეასნდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ შერვაშიძის მეგობრების ეჭვები ბოლშევიკების სოხუმზე გალაშქრების განზრახვის შესახებ გაზეთ „ბათუმსაც“ დაუდასტურებია. კერძოდ, იქ გამოქვეყნებულა ცნობა ბოლშევიკების გუდაუთაზე თავდასხმისა და სოხუმის მიმართულებით მათი სვლის შესახებ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59711; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .