საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59712

ფაქტი 59712

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ ბათუმში ჩარჩენილ შერვაშიძესთან აფხაზეთიდან ჩამოსულა რამდენიმე პირი, ვინც მოახსენა მას, რომ ბოლშევიკები გაგრაში გამაგრებულან და სოხუმსა და კოდორის მონაკვეთზე აპირებდნენ თავდასხმას. ბოლშვიკებთან საბრძოლველად ქართული ჯარის ნაწილები კი გაუგზავნიათ, მაგრამ არასკმარისად. რაზმი სამას კაცს არ აღემატებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59712; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .