საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59713

ფაქტი 59713

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. სტატიიდან ირკვევა, რომ ბათუმში ჩასულ შერვაშიძეს მოუხერხებია კ. ლ. გელოვანისა და მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის ტყვეობიდან განთავისუფლება. კავშირგაბმულობის პრობლემების გამო შერვაშიძე ბათუმში ჩარჩენილა და ვეღარ დაბრუნებულა სოხუმში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59713; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .