საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59941

ფაქტი 59941

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, რომელშიც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების განვითარების ბუნებრივი პროცესი გულისხმობდა სოფლის მოსახლეობის ნამეტის ქალაქში გადმოსახლებას, საქართველოში კი უახლოეს მომავალში საპირისპირო პროცესი იყო მოსალოდნელი – ქალაქის მოსახლეობის ნამეტის დაბრუნება სოფლებში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59941; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .