საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59942

ფაქტი 59942

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა ქვეყანაში გამოიწვევდა ადგილობრივი მუშების მასიურ უმუშევრობას და მათ დაბრუნებას სოფლებში, სადაც მიწის რეფორმების გატარების შემთხვევაში უკეთესი ცხოვრება ელოდათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59942; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .