საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59943

ფაქტი 59943

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“, სადაც იგი განიხილავდა ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს აღმშენებლობის შესახებ. თუმანოვის თქმით, გლეხები იშვიათად და რთულად თუ გადასხლდებოდნენ უცხო ქვეყნებში, ამიტომაც მსხვილი კაპიტალი სოფლის მეურნეობაში ვერ პოულობდა გასაქანს. არც მიწათმოქმედები ცნობდნენ რვასაათიან სამუშაო გრაფიკს და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ მიწის დამუშავებისას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59943; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .