საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59944

ფაქტი 59944

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის თქმით, უცხოური კაპიტალის სავარაუდო შემოჭრა საქართველოში, სულაც არ ემუქრებოდა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო მრეწველობის არსებობა-განვითარებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59944; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .