საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59945

ფაქტი 59945

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით, ახლო მომავალში უცხოური კაპიტალი უხვად შემოედინებოდა ქვეყანაში და მოითხოვდა ადგილობრივი მუშებისაგან ისეთივე მაღალ შრომით აქტივობას, რასაც საკუთარ ტერიტორიაზე იყო ნაჩვევი, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშებსაც ქვეყნის გარედან შემოიყვანდა და ადგილობრივებს შრომის უფრო დაბალი ანაზღაურებით მოუწევდათ დაკმაყოფილება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .