საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59946

ფაქტი 59946

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას იმის გამო, რომ ის არასაკმარისად ითვალისწინებდა საერთაშორისო ფაქტორის მნიშვნელობას სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში. თუმანოვის აზრით იმისათვის, რომ საქართველოს კონკურენცია გაეწია ევროპის მძლავრი მრეწველობისათვის, ადგილობრივი წარმოების პროდუქტები ევროპული და ამერიკული მრეწველობის პროდუქტებზე იაფი უნდა ყოფილიყო. ეს კი შესაძლებელი იყო არა წარმოების მოგების შემცირებით, რაც სავსებით მისაღები იყო ჟორდანიას თანამოაზრე ქვეყნის აღმშენებელთათვის, არამედ შრომის წარმოების გაზრდით, რაზეც ქვეყნის პოლიტიკის ჰეგემონი მუშათა კლასი ნაკლებად წავიდოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59946; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .