საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59962

ფაქტი 59962

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები, რომელსაც ნიკო დეკანოზოვი ხელმძღვანელობდა. იმ დღეებში სამუშაოებზე მიუტანიათ მასალა, დაუდგამთ ანძები, ბურღვა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და ადგილებში 10 საჟენის სიღრმემდე აღწევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59962; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .