საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 59999

ფაქტი 59999

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 59999; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .