საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60014

ფაქტი 60014

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი „უპოვარი მძარცველები“. ფელეტონის მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა კახელ გლეხს, რომელსაც 10 000 რუბლად ხან ფქვილის შეძენა სურდა ქართლში, ხან – ღვინისა კახეთში, ხან – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თბილისში. ბოლოს ამ ფულად შეიძინა რევოლვერი, რომლითაც 10 მოქალაქე მოკლა, გახადა ძვირფასი სამოსები, მერე კახეთში გადაცვალა ეს ყველაფერი ღვინოზე, ღვინო – ფქვილზე ქართლში. ბონების გარეშე დარჩენილს თავზე საყრელად ჰქონდა პური და ღვინო და საქონლის გაცვლის კანტორის გახსნას გეგმავდა საომარ მდგომარეობაში მყოფი და ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 21 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60014; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .