საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60021

ფაქტი 60021

1918 წლის 18 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გამოტანილი დადგენილებით საქართველოს მომარაგება თხევადი საწვავითა და ნავთობპროდუქტებით დაევალა კავშირგაბმულობის მინსიტრ ივანე ლორთქიფანიძეს. გარდა ამისა, მთავრობას შეუქმნია აზერბაიჯანთან მოლაპარაკების სპეციალური კომისია, რომელშიც შევიდნენ: კავშირგაბმულობის სამინისტროსგან ბაქოში ნავთობპროდუქტების შესყიდვებზე რწმუნებული, ინჟინერი ა. ნ. კანდელაკი, ექსპლოატაციის განყოფილების უფროსი ა. ა. ტოლსტონოგოვი და ნავთგადაზიდვის უფროსი, ინჟინერი ოგანეზოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60021; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .