საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60038

ფაქტი 60038

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით, მას შემდეგ რაც დაღესტანი რუსეთისგან მიტაცებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა და რუსეთის საზღვარი ამიერკავკასიაში მკვეთრად ჩრდილოეთით გადაიწევდა, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების თვითგამორკვევის ჯერიც დადგებოდა. კერძოდ, გადაწყდებოდა აზერბაიჯანისა და არარატის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60038; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .