საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60039

ფაქტი 60039

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანულმა ჯარებმა თურქების დახმარებით ბაქო აიღეს და „ბოლშევიკური ავანტიურის“ ლიკვიდაცია მოახდინეს, ბაქოს საკითხი და აზერბაიჯანის შემდგომი სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხიც ხელახლა იყო განსახილველი, მით უფრო, რომ ქალაქ ბაქოსა და ბაქოს რაიონის მოსახლეობა ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგი იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60039; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .