საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60040

ფაქტი 60040

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, გერმანიისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მეტად ფასეული იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ამიერკავკასიის თავისუფლად გავლით შეიძლებოდა აზიის სიღრმეში გადანაცვლება, სადაც გერმანულ სავაჭრო-სამრეწველო წრეთა წარმომადგენლებისათვის ფართო ასპარეზი იშლებოდა და გერმანულ კაპიტალს შესაძლებლობა მიეცემოდა, შეერყია ინგლისელთა გაბატონებული პოზიციები აზიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60040; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .