საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60042

ფაქტი 60042

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით, უფრო გლობალურად მოაზროვნე პირებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეტაპობრივად მოჰყვებოდა შემდგომი ნაბიჯები, რაც დანარჩენი კავკასიის სახელმწიფოებრივ მოწყობას გარკვეულ ფორმას შესძენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60042; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .