საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60043

ფაქტი 60043

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით იმას, ვინც სწორად აღიქვამდა ცალკეულ ფაქტებს და ითვალისწინებდა საერთო მიზეზებს, რაც ომში ჩაბმული იმპერიების საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, ესმოდა – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ პირველი ეტაპი იყო კავკასიის საკითხის მოგვარებისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60043; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .