საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60132

ფაქტი 60132

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „კოშმარული მოგზაურობა“, რომელიც ეხებოდა კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის ბუტკევიჩის ჩამოსვლას. ბუტკევიჩის ცნობით, არდონის მახლობლად 12 ქართველი ვაჭარი აუჩეხავთ. ჯერ მათთვის 12 ათასი რუბლი მოუთხოვიათ მათი დაცვისთვის, ხოლო შემდეგ გვერდზე გაუყვანიათ ვაჭრები, გაუძარცვავთ და მოუკლავთ.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ნასამართლეობა
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60132; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .