საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60174

ფაქტი 60174

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობამ უპასუხა საქართველოში გერმანული სამხედრო დელეგაციის უფროსის, გენერალ ფონ კრესის წინადადებას ფოთში, ახალ სენაკში, ზუგდიდსა და ანაკლიაში მოთარეშე ყაჩაღთა და ბოლშევიკთა ჯგუფების ასალაგმავად გერმანული ჯარის ნაწილების გაგზავნასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა ატყობინებდა გენერალ ფონ კრესს, რომ მან უკვე გააგზავნა ხსენებულ რაიონში სახალხო გვარდიისა და არმიის რაზმები, რომლებსაც ადგილზე უნდა დაემყარებინათ წესრიგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60174; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .