საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60187

ფაქტი 60187

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გაზეთში „მშაკ“ გამოქვეყნდა მწერალ ალექსანდრე შირვან-ზადეს სტატია, რომელიც მისი თანადროული თბილისის იერ-სახეს ეხებოდა. შირვანზადეს აზრით, ქალაქი ხმაურიან ცენტრად იქცა, ოღონდ არა უნივერსიტეტების, მუზეუმების, თეატრების, ლიტერატურული, პოლიტიკური თუ მხატვრული წრეების სიმრავლის გამო, არამედ რესტორნების, საჩაიების, კინემატოგრაფის, ყველანაირი კაბარეების, ღვინის სარდაფებისა და სხვა ფუფუნებისა და ფულის ფლანგვისთვის შექმნილი გასართობი დაწესებულებების მოზღვავების ხარჯზე.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 7 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60187; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .