საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60191

ფაქტი 60191

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი, რომელიც ეძღვნებოდა იმ დროს გავრცელებულ ისპანკას ეპიდემიას. ფელეტონი წარმოადგენდა ეპიდემიით დაავადებულის დღიურს, სადაც მოთხრობილი იყო ისტორია კაცისა, რომელმაც თითქოსდა თავის მიერ შექმნილი ახალი კონსტრუქციის უსწრაფესი თვითმფრინავით გადაუფრინა ომში გახვეულ ევროპას და ესპანეთში დაეშვა. იქ კი მშვენიერი ესპანელი მანდილოსანი გაუცნია და თავის სამშობლოში წამოუყვანია. დღიურის ავტორი არ ეთანხმებოდა გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც თურმე წარმოდგენას ესპანელი მანდილოსნების სილამაზის შესახებ გაუგებრობად მიიჩნევდა. თუმცა მშვენიერ ქალს ისეთი ჯოჯოხეთი მოუწყვია კაცისთვის, რომ იგი, მძიმედ დაავადებული, იძულებული გამხდარა რობაქიძის მისთვის აქამდე მიუღებელი თვალსაზრისი გაეზიარებინა.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 14 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .