საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60239

ფაქტი 60239

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. მეორე სცენაში კადეტების კორპუსთან სულთანოვი გადაეყარა ტროტუარის გასწვრივ გაშოტილ მაწანწალას გაფარჩხული ხელებითა და დაღებული პირით. სულთანოვი აღუშფოთებია გამვლელთა გულგრილობას. არც კი არჩევდნენ ძაღლი იწვა მათ წინ თუ ადამიანი. მაწანწალა მკვდარი იყო. სულ ახლოს კი ძვირიან რესტორნებსა და ხმაურიან კაფეებში, საიდანაც მხიარული მუსიკის ჰანგები მოისმოდა, თავის გაუმაძღარ სტომაქს ივსებდა მოზეიმე საზოგადოება.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60239; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .