საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60240

ფაქტი 60240

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. პირველ სცენაში სულთანოვი აღწერდა ქუჩაში მიმავალ ურიკას, რომელსაც ხშირად აჩერებდნენ გამვლელები. მიახლოებისას სულთანოვს ურიკაზე საწყალი მაწანწალის დაკრუნჩხული გვამი დაუნახავს. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო ეს უბედური, მედროგეს უპასუხნია, რომ მისთვის უცნობი მაწანწალა სულ ახლახან შიმშილისგან ქუჩაზე დაცემულა და გარდაცვლილა.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60240; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .