საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60301

ფაქტი 60301

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტის წევრმა სპირიდონ კედიამ განაცხადა, რომ ის საპროპაგანდო კომისიის წევრი იყო და კომისია სრულად თანხმდებოდა ორ მუხლზე: დამოუკიდებლობის დაცვა და დემოკრატიული რეჟიმის განმტკიცება, მაგრამ შეთანხმებას ვერ აღწევდა მე-3 მუხლის შესახებ, დამფუძნებელი კრების წევრი როგორ უნდა მოქცეულიყო პროვინციებში ხალხთან. კედია მოითხოვდა ამ მუხლის კომისიისთვის განსახილველად დაბრუნებას, რათა, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დამფუძნებელი კრებისთვის შემდეგ სხდომაზე წარედგინათ.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60301; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .