საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60306

ფაქტი 60306

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონთა პარტიის წევრმა ლეო შენგელაიამ აღნიშნა, რომ სოციალისტ-დემოკრატებმა სხვა ფრაქციები მოატყუეს საპროპაგანდო კომისიის დაარსებით, რომლის დანიშნულება იყო, დამფუძნებელი კრების ყოველ წევრს, განურჩევლად ფრაქციისა, მოეწონებინა და დაედასტურებინა კრების მიერ მიღებული კანონი, თუკი კომისია გაუგზავნიდა. შენგელიას აზრით, ეს იყო მენშევიკების მიერ მცირე ფრაქციების დამორჩილებისა და თავის პროპაგანდისტებად გადაქცევის მცდელობა.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60306; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .