საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60339

ფაქტი 60339

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასთან. მისი განცხადებით, სამი დღეში კასპიის ზღვით ბაქოში ლტოლვილებით დატვირთული 7 გემი ჩამოვიდა ენზელიდან, კრასნოვიდსკიდან და პეტროვსკიდან, რომელთაც 500-ზე მეტი მგზავრი ჩამოიყვანეს, უმეტესობა შეუშვეს ქვეყანაში, მაგრამ არა ბაქოში. ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, პოლონეთის მოქალაქეები – თბილისში, სპარსეთისა – სპარსეთში, სომხეთისა – სომხეთში, რუსეთის მოქალაქეები და მთიელნი – პეტროვსკში, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაგზავნიდნენ იქ, სადაც ჩაწერილები იყვნენ, რათა ეპიდემია არ გავრცელებულიყო.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60339; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .