საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60345

ფაქტი 60345

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60345; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .