საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60346

ფაქტი 60346

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. თითქოს სარაჯევს გამგეობაში მოუგვარებია ეს საკითხი, ოღონდ 27 სექტემბერს მათთვის ისევ მიუკითხავს მილიციონერს, რომელსაც ხელში ეჭირა საბინაო განყოფილების ახალი ბრძანება მოქალაქე ჩ-ს ბინაში შესახლებისა და ექიმ სარაჯევის იქიდან გამოსახლების ტექსტით.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
Грузия, 1918 | 10 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60346; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .