საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60421

ფაქტი 60421

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ბიბილო გაგუა, სიმონ გაბელაია, ვასილი ხონელიძე და სხვები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60421; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .