საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 60423

ფაქტი 60423

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ლუკა ხოშტარია, თებრო ნოდია, ლევან ჩოჩია და სხვები.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 60423; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .