საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 61717

ფაქტი 61717

1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (II ნაწილი). ავტორი ძველი ჟურნალებიდან საუკეთესოდ ასახელებს 1863 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „საქართველოს მოამბეს“, მაგრამ ამასთანავე აკრიტიკებს, რომ არ ასახავდა ყოველდღიურ ყოფას, არ გამოდიოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ და ა. შ. ამიტომაც მისი აზრით, ალმანახს, წერილების კრებულს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ჟურნალს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 61717; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .