საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 62185

ფაქტი 62185

1916 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადმინისტრაციულმა სექციამ (დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, გიორგი ლასხიშვილი) განიხილა სტიპენდიის მთხოვნელთა განცხადებები და კანდიდატებთა შორის ღირსად მიიჩნია გალაკტიონ ტაბიძეც. თუმცა სექციის მიერ წარდგენილი გ. ტაბიძის კანდიდატურა მთავარმა გამგეობამ არ დაამტკიცა, რადგან სათანადო საბუთები არ იყო წარმოდგენილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 62185; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .