საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 62357

ფაქტი 62357

1899 წლის 19 ივნისის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა სენაკის სკოლაში არსებულ დაპირისპირებებთან დაკავშირებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული ზომების შესახებ მოხსენებას, რომელიც უნდა გაგზავნოდა ამიერკავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველს. ილია ბოლომდე დარწმუნებული არ იყო, სწორი იყო თუ არა გამგეობის რეაგირება, ამის შესახებ თავის მოგონებებში წერს ალექსანდრე მიქაბერიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 62357; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .