საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 62940

ფაქტი 62940

1896 წლის 20 მარტს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა, სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდა ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორი, წაიკითხა მოხსენება, რომელიც შეეხებოდა 1895 წლის მდგომარეობით ქუთაისის გუბერნიის მიმოხილვას და აგრეთვე ანგარიშს თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში სამეგრელოს თავად-აზნაურთა უფლებებს. მოხსენებაში იგი აგრეთვე განიხილავდა თავად-აზნაურთა ზნეობრივ, გონებრივ და მატერიალურ განვითარების დონეს და მსჯელობდა მათი ამაღლების აუცილებლობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 62940; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .