საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 65350

ფაქტი 65350

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ლეონიძე წერდა, რომ დაიწყო მუშაობა თეიმურაზ პირველის ლირიკის და პოემების ერთ წიგნად გამოსაცემად. ქშწკგ საზოგადოების წიგნთსაცავსა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში მოიპოვებოდა ორმოციოდე ხელნაწერი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ შეიცავდნენ პოეტის თხზულებებს. სამუშაო ჯუგფს სამი ხელნაწერი საკუთრებაში ჰქონდა. ქართულ ოჯახებში, თბილისსა თუ პროვინციებში უფრო მეტი მასალა იყო. წიგნის სრულყოფისთვის ჯგუფი მიმართავდა ყველას, ვისაც მოეპოვებოდა პოეტის თხზულებები, ეთხოვებინათ მცირე ხნით, რათა შეძლებოდათ ტექსტების შედარება. მისამართი: გაზეთი „მიწა“ და გაზეთი „საქართველო“, ან მლეთის შესახვევი N26, გიორგი ლეონიძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 65350; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .