საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 67231

ფაქტი 67231

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1921 | 21 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 67231; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .