საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 67488

ფაქტი 67488

1921 წლის 22 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრის სამუსიკო დარბაზში რესტორან-კლუბების მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი გამართავდა კონცერტ-კაბარეს, რომლის შემოსავლის ნახევარი მოხმარდებოდა ფრონტის საჭიროებას, ხოლო მეორე ნახევარი უმუშევართა სასარგებლოდ გადაიდებოდა. საღამოსთვის მოწვეული იყვნენ თბილისის თეატრების არტისტული წრეები, სიმფონიური ორკესტრი გველესიანის ლოტბარობით. საღამოს კონფერანსიე იქნებოდა მსახიობი ნ. ტარსოვი. ღონისძიების დიასახლისები იქნებოდნენ ბახტაძისა და მაისურაძისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 67488; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .