საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 68076

ფაქტი 68076

1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა მოხსენება ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის მოადგილეთა დანიშვნის შესახებ. დადგინდა, მინისტრის მოადგილე სიმონ ლუკას ძე ავალიანი ერობათა კავშირის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის გამო, გათავისუფლებულიყო დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო მოადგილეებად დაენიშნათ: იოსებ ბეჟანის ძე სალაყაია და იოსებ აარონის ძე ელიგულაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 68076; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .