საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 68366

ფაქტი 68366

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოში მყოფი საფრანგეთის უმაღლესი კომისარი აბელ შევალიე და სამხედრო მისია აცხადებდნენ, რომ თბილისში მყოფი საფრანგეთის მმართველი პირები კატეგორიულად უარყოფდნენ ცნობას, თითქოს მათ სურდათ კუნძულ ლემნოსზე მყოფი ყუბანელების გამოყენება რაიმე მოქმედებისთვის კავკასიაში ან სამხრეთ რუსეთში. ისინი გავრცელებულ ხმებს პოლიტიკურ მანევრს უწოდებდნენ. კონსტანტინეპოლში მყოფი საფრანგეთის მმართველი პირების სურვილი იყო ყუბანელების სწრაფად დაბრუნება სამშობლოში ან სხვა ქვეყანაში.

წელი:
1921
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველო, 1921 | 27 იანვარი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 68366; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .