საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 68392

ფაქტი 68392

1918 წლის 30 ნოემბერს სტამბა "სახალხო საქმის" გამგე დავით მგალობლიშვილი დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩენო კომისიას მიმართავს და აცნობებს, რომ მის სტამბას აქვს სამი ელექტრონის ძალით მომუშავე დიდი მანქანა და სხვა კერძო სტამბებზე უფრო იაფად შეასრულებს კომისიის საქმეებს. ამავე სტამბამ 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩენვებისთვის დაბეჭდა მილიონობით საარჩევნო ბარათი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 68392; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .