საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 69468

ფაქტი 69468

1918 წლის 8 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 10-მილიონიანი ფონდისა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტის შესახებ მოხსენებით გამოვიდა დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე. დებატები გაიმართა ფონდიდან რეგულარული ჯარისათვის ფულის გადაცემის შესახებ. ახსნა-განმარტებითი სიტყვით გამოვიდა სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე. მისი თქმით, ჯარის ორგანიზების შესახებ კანონი, რომელიც მთავრობის წინაშე გაიტანეს და პარლამენტარებმა დაამტკიცეს, მკაფიოდ პასუხობდა კითხვებს, იყო თუ არა რეგულარული ჯარის შექმნის აუცილებლობა და როგორი იყო რესპუბლიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 69468; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .