საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 71099

ფაქტი 71099

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 71099; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .